პარლამენტის ვიც-სპიკერისა და გენდერული საბჭოს თავმჯდომარის, თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თაზო ფაცაციას სექსისტური განცხადება, რომელიც ენმ-ის წევრს, თინა ბოკუჩავას ეხებოდა,მიუღებელია.
როგორც თავად ამბობს, კოლეგა ქალებს მხარდაჭერას უცხადებს, მიუხედავად იმისა, ვინ არის სიტყვების ავტორი.
“სრულიად მიუღებელია ჩემთვის ის კომენტარი, რომელიც დაიწერა. როგორც წესი, ქალები ხდებიან ხოლმე ასეთი ტექსტების სამიზნე. მე თვითონაც გავმხდარვარ, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებისგან და სხვათაშორის, ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ ჩემს კოლეგებს, განსაკუთრებით ქალებს, მაშინ დაეფიქსირებინათ მხარდაჭერა. სამწუხაროდ, ასეთი მხარდაჭერა არ მიმიღია, როცა გავმხდარვარ სრულიად მიუღებელი, ამაზრზენი, კომენტარების ობიექტი. მაგრამ მე მინდა დავაფიქსირო ჩემი მხარდაჭერა ჩემი ქალი კოლეგის მიმართ, მიუხედავად იმისა, ვისგან მოდის და ვინ არის ავტორი, ასეთი რამ არის სრულიად მიუღებელი და ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიგოთ ამ ქვეყანაში, რომ პოლიტიკური დაპირისპირება და პოლიტიკური ჭიდილი არ ნიშნავს ყველანაირი ზღვარის წაშლას აბსოლუტურად და თავზე ხელის აღებას, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს”, – აღნიშნა ჩუგოშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ, 16 მაისს, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თაზო ფაცაციამ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, თინა ბოკოჩავას შესახებ, Facebook-ის პირად გვერდზ სექსისტურიგანცხადება გამოაქვეყნა. მოგვიანებით კი წაშლა.