ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კვიციანი ლგბტქი აქტივისტებზე – ეშმაკის მოციქულები არიან, ვინ მოგდევს, ვის რაში ჭირდები?

“პატრიოტთა ალიანსის” წევრი ემზარ კვიციანი “მეტრონომთან” საუბრისას აცხადებს, რომ ლგბტქი აქტივისტები დღეს მაინც გამართავენ აქციას.

კვიციანის განცხადებით, დღეს საქართველოში ყველაზე მეტად ქართველების უფლებებია დასაცავი.

“შარშანაც ასე თქვეს გადავიტანთ მსვლელობასო და მაინც გამოვიდნენ, წელსაც ასე იზამენ. ეს არის ეშმაკობა, ეშმაკის მოციქულები არიან და ეშმაკურად იქცევიან. ვფიქრობ, რომ დღეს მაინც გამოვლენ და ტექნიკურად მოიქცვიან. როცა ქართველი ერი დაიშლება მერე შეეცდეებიან, რაღაც ჩაატარონ და ვიღაც მოატყუონ იქით, რომ გრანტები მიიღონ.

მათი უფლებები დაცული. არის დაცული იმ ადამიანის უფლებები თვალში თითს რომ ცემს მეორე ადამიანს? არ არის დაცული ხომ? რატომ უნდა იყოს იმისი უფლებები დაცული? ის ხომ ბოროტებას სჩადის და თვალში თითს ურტყამს? ვინ მოგდევს, ვის რაში ჭირდები. იყავი შენთვის და შენს საძინებელში რაც გინდა ის აკეთე, რა ჩემი საქმეა. გამოდიხარ და მსოფლიოს მასშტაბით ცდილობ, რომ ტიტველი და შიშველი უკანალები აჩვენო, ეს რა უფლებების დაცვაა. იყავი შენთვის, როგორც მე ვარ ჩემთვის. ამ ქვეყანაში ყველაზე მეტად ქართველების უფლებებია დაუცველი. ამიტომ მთელი ქართველი ერი უნდა გამოვიდეს, რომ ჩვენი უფლებები იყოს დაცული, როგორც სხვების, რა თქმა უნდა. უყურებთ, ალბათ, რასაც ტელევიზიები და ჟურნალისტები აკეთებენ. როდესაც პატრიოტები გამოდიან ქუჩაში, არ აშუქებენ. ამათი 1-2 კაცი თუ გმაოვიდა, 30 ჟურნალისტი მოსდევს უკან. რატომ? იმიტომ, რომ დაფინანსების წყაროა. ეს უცხოური დაფინანსება ქვეყანას რასაც უზამს, დავინახავთ. როგორც უფსკრულისკენ მივდივართ, ასე წაიყვანს ერს უცხოური ფული”, – განაცხადა კვიციანმა.

შეგახსენებთ, რომ 17 მაისის ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

“მეტრონომი” ემიჯნება ყოველგვარ ჰომოფობიურ და სიძულვილის ენის შემცველ განცხადებას.

იტვირთბა....