ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რუსეთის დაბრუნების გამო ევროპის საბჭოს მინისტრთა სხდომაზე უკრაინა არ დაესწრება

ევროპის საბჭოს მინისტრთა სხდომაზე უკრაინა მონაწილეობას არ მიიღებს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმა აღნიშნული ვიზიტი გააუქმა. ამის შესახებ ევროპის საბჭოში უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი დიმიტრი კულება იუწყება.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა უკრაინა სხდომაზე წარმოდგენილი არ იქნება.

“ეს ევროპის საბჭოს მინისტრთა გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც მან მხარი დაეჭირა პროექტს, რუსეთის საპარლამენტო ასამბლეაში დაბრუნებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კულებამ.

ჰელსინკიში დაგეგმილ სხდომაზე რუსეთის მიმართ აღნიშნული გადაწყვეტილება, საბოლოოდ ყოველგვარი ცვლილებებისა და განხილვების გარეშე უნდა დამტკიცდეს.

შეგახსენებთ, პავლო კლიმკინი ევროპელ ლიდერებს მინსკის ხელშეკრულებებიდან გასვლით დაემუქრა, თუკი ისინი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთზე ზეწოლას შეამცირებენ. თავის მხრივ, კლიმკინს მოუწოდეს რუსეთის დაბრუნება საპარლამენტო ასამბლეაში არ დაუკავშირონ მინსკის ხელშეკრულებას.

იტვირთბა....