“წლებია, ვაკვირდებით, რომ ძალიან გაძლიერებული პოლიციის კორდონის დაცვის ქვეშ უწევთ საკუთარი აზრის დაფიქსირება და წელს, როგორც ჩანს, სრულიად შეუძლებელი გახდა. ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, უარყოფითად არის ჩემს მიერ შეფასებული. ჩვენ ყოველწლიურ ანგარიშებშიც ვწერთ, რომ მათი გამოხატვა 17 მაისს უკვე მერამდენე წელია, იზღუდება და ისინი განსაკუთრებული ძალადობის რისკის ქვეშ არიან. თუმცა როგორც ვიცი, იგეგმება გარკვეული მსვლელობა”
ნინო ლომჯარია – სახალხო დამცველი