იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე სოციალურ ქსელში ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მისი მთავარი ხაზი იყო ის, რომ “კლანები” უნივერსალური პრობლემაა.
“გიორგი ქობულიას გამოსვლის მთავარი ხაზი იყო ის რომ “კლანები” უნივერსალური პრობლემაა. კოლექტიური მურუსიძე-ჩინჩალაძე ჩაბუდებულია ყველგან, რკინიგზაში, წიაღირსეულში, სხვა სახელმწიფო კორპორაციებში. ანტი-კლანური მოძრაობა გასაგრძელებელია ყველგან თუ გვინდა კეთილდღეობა და სიღარიბიდან ამოძრომა. “მურუსიძე-ჩინჩალაძე”, რომელსაც სხვა სფეროებში სხვა გვარები აქვს, უნდა ვიპოვოთ და მოვაცილოთ ყველა სახელმწიფო უწყებიდან. ერთი კარგი პოლიტიკური “სპეცდანიშნულების რაზმი” უშველის მაგ საქმეს”, – წერს დოლიძე.
შეგახსენებთ, რომ ქობულიამ დეპუტატებთან შეხვედრის დროს სახელმწიფო კომპანიებზე ისაუბრა. მისი თქმით, სახელმწიფო კომპანიები ნეპოტიზმის ბუდეს წარმოადგენენ.