ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი ქობულია დეპუტატებს ხვდება.
ყოფილმა მინისტრმა ანგარიშის წარდგენისას ყურადღება სახელმწიფო კომპანიების ეფექტიანობის ზრდაზე გაამახვილა.
„რამდენად ცუდადაც არ უნდა ჟღერდეს, და არავისთვის არ არის ეს გასაკვირი, რომ სახელმწიფო კომპანიები დღესაც წარმოადგენენ ჩვენი ეკონომიკის დიდ ნაწილს, და, სამწუხაროდ, წარმოადგენენ არაეფექტიანი, მიკერძოებული გარიგებისა და ნეპოტიზმის ბუდეს.
კორპორატივიზაციისა და სახელმწიფო კომპანიების, ნაწილობრივ მაინც, პრივატიზაციის გარეშე, სტრატეგიული ინტერესი უნდა დავიტოვოთ, მაგრამ ნაწილობრივი პრივატიზაციის გარეშე, პრობლემას ვერ გადავწყვეტთ“,- განაცხადა ქობულიამ.
ქობულია საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატების მოწვევით მივიდა.