ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ანაკლიის პროექტს სერიოზული კომერციული პრობლემები აქვს” – ქობულია

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი ქობულია ამბობს, რომ ანაკლიის პროექტის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა მას კომერციული პრობლემები აქვს.

“შესაძლებელი პოლიტიკური პრობლემების გარდა, აქვს სერიოზული კომერციული პრობლემები, რაც არაერთხელ მითქვამს. ჩვენ ამაზე არ უნდ არ დავხუჭოთ თვალი, ყველაფერს ნუ გადავიყვანთ პოლიტიკურ ჭრილში”, — განაცხადა ქობულიამ.

შეგახსენებთ, რომ 2016 წელს ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა და სახელმწიფომ ერთობლივად დაიწყეს პროექტზე მუშაობა. ანაკლიის განვითარების კონსორციუმში შედის თიბისი ჰოლდინგ საქართველო. პროექტის მიხედვით, სამუშაოების სრულად დასრულების შემდეგ, ის 3 000 ჰექტარზე მეტ ფართობზე იქნება გაშლილი, რომელსაც 32 ნავმისადგომი ექნება. ანაკლიის პორტის გამტარუნარიანობა, წელიწადში, 100 მლნ ტონა იქნება. პორტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან რამდენიმე ათეული კილომეტრითაა დაშორებული.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქობულიას დღეს პარლამენტში უსმენდნენ.

იტვირთბა....