დღეს, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგიქობულია პარლამენტში დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.
ქობულიას საკანონმდებლო ორგანოში ღია ფორმატში შეხვედრა დამოუკიდებელი დეპუტატების ჯგუფმა შესთავაზა, მას შემდეგ რაც დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა მის დაბარებაზე უარი განაცხადა. შეხვედრაზე დასწრებას ოპოზიციისგან განსხვავებით არ აპირებს მმართველი გუნდი.
„თუ ყოფილი მინისტრის მუშაობის ანგარიში და ის პრობლემები, რომელიც ხელისუფლებაში არსებობს მმართველ პარტიას არ აინტერესებს, ეს არის ძალიან სავალალო, მათ ძალიანაც აინტერესებთ, მაგრამ ეშინიათ ივანიშვილის რომ იმ დარბაზში გამოჩდნენ, ვინაიდან ვინც გამოჩნდება თავს წააცლიან,“- აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე.
„ევროპულ საქართველოში“ კი აცხადებენ, რომ ქობულიას მიერ გაჟღერებული ბრალდებები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ, რაც ადასტურებს ხალხში არსებულ ეჭვს, რომ მთავრობაში კორუფციაა.
„მთავრობა გადაწყვეტილებებს არა ხალხის, არამედ მისი და მისი კლანის ინტერესების სასარგებლოდ იღებს,“-აცხადებს ზვიად ჭიაბერაშვილი.
ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ამბობს,რომ ვერ ხვდება რატომ უნდა შეხვდეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ყოფილ მინისტრებს.
„მინისტრებს ვხდებით მოქმედებს, იმიტომ რომ მოქმედი მინისტრებისგან გვაინტერესებს რა გეგმები აქვთ და როგორ აპირებენ სამთავრობო პროგრამის შესრულებას” – ამბობს თამარ ჩუგოშვილი.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ თანამდებობა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ დატოვა.