„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსის, ირაკლი ჩიქოვანის შეფასებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას ცდილობს.
მისივე თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში არც ერთი ნორმატიული აქტი დარღვეულა.
„საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არის მცდელობა, მოახდინონ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია. ძალიან კონკრეტული განმარტებები გააკეთა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, რომ არც ერთი ნორმატიული აქტის დარღვევას ადგილი არ ჰქონია და საოლქო კომისია მოქმედებდა რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებით. თუმცა, იმისთვის, რომ არ იყოს რაიმე სახის შეკითხვა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, ხელახლა დაამზადებენ ბეჭდებს და ხელახლა გადაუგზავნიან უბნებს. ვთვლი, რომ ეს არის თითიდან გამოწოვილი პრობლემა. ნათელია, რომ „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებს იგებს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს ცდილობს ამ დღეებში, რომ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია მოახდინოს.
„მოვუწოდებთ ყველას, ძალიან მშვიდად შეხვდნენ ამ პროცესებს. ის აჟიოტაჟი, რომელსაც ტეხს „ნაციონალური მოძრაობა“, ისევ და ისევ განპირობებულია იმით, რომ გვაქვს უშინაარსო და უშედეგო კამპანია მათი მხრიდან, შესაბამისად, ისინი მხოლოდ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციით არიან დაკავებული. ჩვენს შტაბს ჰყავს იდენტიფიცირებული ჩვენი მხარდამჭერები. ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ ამ არჩევნებს დამაჯერებლად ვიგებთ და 19 მაისს ვიზეიმებთ გეგა შენგელიას გამარჯვებას. ჩვენ გავაგრძელებთ საარჩევნო კამპანიას, რომელიც აქტიურ ფაზაშია და სულ უფრო მეტი ადამიანი გვიერთდება და მხარს უჭერს გეგას. ასე რომ, აქ საუბარი იმაზე, რომ რაიმე ფორმით შეიძლება, გვქონდეს რაიმე დაბრკოლებასთან ადგილი, არის უსაფუძვლო“, – აცხადებს ჩიქოვანი და დასძენს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციისკენ მიმართული პოლიტიკური ძალაა, ზუგდიდში მათ მიერ ჩაყვანილი ადამიანები ვერ შეძლებენ აქალაქში არეულობის შეტანას.