“მე მგონია, არაფერია იმაში გასაკვირი, რომ ჩემი გადაყენების გადაწყვეტილება მმართველი პარტიის ლიდერთან კონსულტაციის შედეგად იყო მიღებული”, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფლმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ეკონომიკის მინისტრის გადაყენების პრეროგატივა პრემიერმინისტრს აქვს.
“მოისმინეთ ჩემი დღევანდელი მოხსენება და შეიძლება, ბევრ კითხვაზე გაიგოთ პასუხი. რა თქმა უნდა, ჩემი, როგორც ეკონომიკის მინისტრის გადაყენების პრეროგატივა აქვს პრემიერმინისტრს. მან დაწერა განცხადება. მე მგონია, რომ არაფერია იმაში გასაკვირი, რომ ეს გადაწყვეტილება მმართველი პარტიის ლიდერთან კონსულტაციის შედეგად იყო მიღებული”, – განაცხადა ქობულიამ პარლამენტში.