“ანზორ ბოლქვაძე რომ ჩემ გვერდით დაჯდებოდა და მისი სუნი რომ არ მაწუხებდა, ესეც ჩემი პრობლემაა” – საქართველოს მესამე პრეზიდენტი.
სუნიანიაო ვიღაც ქოცზე ამბობს ეს მორალურად აყროლებული. ვიღაც არარაობის გამო, შეუძლია რომ ასეთი ამაზრზენი უკულტურობა გამოავლინოს საჯაროდ.
გამაოგნებელი მასშტაბის დეგრადაცია განიცადა”
“ტაბულას” დამფუძნებელი თამარა ჩერგოლეიშვილი საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე;
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა მიუნხენში ემიგრანტენთან შეხვედრის დროს ხულოს მაჟორიტარ დეპუტატზე საუბრისას განაცხადა: „ფსიქიატრები რომ გაუქმდნენ ვიცი, მაგრამ ხულოს სამხატვრო გალერეა რა არის? სამხატვრო გალერეა და ხულო რა შუაში ერთმანეთთან?“. სააკაშვილმა ბოლქვაძეს, რომელიც ორჯერ „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით იყო არჩეული პარლამენტში, „დეგრადირებული“ და „სუნიანი“ უწოდა.