ახალი ამბები ვიდეო მთავარი პოლიტიკა

“მზად ვარ, ვითანამშრომლო დასავლური ორიენტაციის პოლიტიკურ ძალებთან და მათ შორის, ნაციონალურ მოძრაობასთან”

“მე მზად ვარ, ვითანამშრომლო დასავლური ორიენტაციის პოლიტიკურ ძალებთან და მათ შორის – ნაციონალურ მოძრაობასთან”, – ამის შესახებ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ “მეტრონომთან” ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანა რუსული პოლიტიკის შემოტევის დიდი საშიშროების წინაშე დგას.

“ეს, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის ხელდასმის გარეშე არ ხდება, მან მოახერხა და აკონტროლებს ყველა ინსტიტუციას საქართველოში, ყველა სახელისუფლებო შტოს …

რადგან ეს ასეა, მე მზად ვარ, ვითანამშრომლო დასავლური ორიენტაციის პოლიტიკურ ძალებთან და მათ შორის, ნაციონალურ მოძრაობასთან”. – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

იტვირთბა....