მთავარი სამართალი სოციალური ქსელი

მაჩალიკაშვილი გოგაშვილს – ჩემს სიცოცხლეზე არ ინერვიულო, ისედაც მკვდარი ვარ

მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში სოსო გოგაშვილის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი მას ცოცხალი ჭირდება.

“მე მომიწევს ეხლა შენი დაცვა ვინმემ რომ ტყვია შუბლში არ დაგაჭედოს. არც მე გადავაბიჯებ კანონს და სამართალს. იმიტომ, რომ ცოცხალი და უვნებელი მჭირდები, რომ გახსნა ის ბინძური ჯაჭვი, რაც თქვენს კისერზე დევს. ძნელად წარმოსადგენო ცოდო, შენ უნდა იცოცხლო, გახსნა ის კარტები რომელი კარტებიც ამ ხელისუფლებას ყველაფერს თავზე დაამხობს. ჩემს სიცოცხლეზე არ ინერვიულო, მე ისედაც მკვდარი ვარ”, – წერს მაჩალიკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გოგაშვილის განცხადებით, მისი და მაჩალიკაშვილის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა.

იტვირთბა....