ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მაქსიმალური თავშეკავებაა საჭირო, ირანთან ესკალაციის თავიდან ასაცილებლად – მოგერინი პომპეოს შეხვდა

“გვჯერა, მაქსიმალურ თავშეკავებას გამოვიჩენთ და თავიდან ავიცილებთ სამხედრო სახის ესკალაციას”, ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა კომისარმა, ფედერიკა მოგერინიმ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მოგერინიმ პომპეოს უთხრა, მაქსიმალური თავშეკავებაა საჭირო, რათა თავიდან იქნეს აცილებული ნებისმიერი სახის ესკალაცია ირანთან.

„მაიკ პომპეომ ჩვენგან – არა მხოლოდ ჩემგან, არამედ ევროკავშირის წევრი ქვეყნების სხვა მინისტრებისგან ნათლად მოისმინა, რომ ჩვენ ახლა დელიკატურ და მნიშვნელოვან ეტაპზე ვართ, სადაც ყველაზე რელევანტური დამოკიდებულების გამოჩენაა საჭირო, ყველაზე საპასუხისმგებლო პოზიციის გამოჩენა და ჩვენ გვჯერა, რომ მაქსიმალურ თავშეკავებას გამოვიჩენთ და თავიდან ავიცილებთ სამხედრო სახის ესკალაციას“ , – განაცხადა ევროკომისარმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ.

ამავე თემაზე: დაძაბულობის პიკი – პენტაგონმა ტრამპს ირანის წინააღმდეგ სამხედრო გეგმა უკვე წარუდგინა

იტვირთბა....