„ნიუ-იორკ თაიმსის” ინფორმაციით, აშშ ირანთან მიმართებაში სამხედრო გეგმას განიხილავს. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას პენტაგონმა უკვე წარუდგინა გეგმა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში 120 ათასი სამხედროს გაგზავნას ითვალისწინებს. წყაროს ინფორმაციით, თუ ირანი ამერიკულ ძალებს დაესხმება თავს, ან ბირთვულ იარაღზე მუშაობას დააჩქარებს “თეთრი სახლის” ლიდერის თქმით, ეს ირანს ძვირად დაუჯდება.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც 2015 წელს დონალდ ტრამპმა ირანთან ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განაცხადა, თეირანსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები მკვეთრად დაიძაბა. გასულ კვირას ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ ბირთვული შეთანხმების ვალდებულებების ნაწილს აღარ შეასრულებს.
აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანს შეერთებული შტატების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ქმედება ძალიან ძვირი დაუჯდება. „თუ ირანი აშშ–ის წინააღმდეგ რაიმე ნაბიჯს გადადგამს, ეს უდიდესი შეცდომა იქნება“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.