ახალი ამბები მთავარი სამართალი

“მერაბიშვილმა რამდენჯერმე დაასახელა პირი, რომელმაც ის საკნიდან გაიყვანა” – ექსპრემიერს დღეს კიდევ ერთხელ დაკითხავენ

ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის ადვოკატის შუამდგომლობის შემდეგ, რომელიც ექს-მინისტრის საკნიდან გაყვანის ეპიზოდს ეხება, დღეს კიდევ ერთხელ მისი დაკითხვაა დაგეგმილი.

მერაბიშვილის დამცველების ინფორმაციით, ყოფილმა პრემიერმა რამდენჯერმე დაასახელა ის პირი, რომელმაც უშუალოდ გაიყვანა ის საკნიდან, თუმცა ფაქტს საგამოძიებო უწყებისგან სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია. ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ხელისუფლებაში დამნაშავეზე ხელის დაფარებას ცდილობენ.

ცნობისათვის, 2011 წლის 26 მაისის მიტინგის დაშლის საქმეზე მაშინდელი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ ვანო მერაბიშვილს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა ამნისტიის შედეგად ეს ვადა შემცირდა და 4 წლით და 6 თვით განისაზღვრა.

იტვირთბა....