ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, “ენგურჰესი“ არის ერთერთი იმ ძალიან მცირე ძაფებისგან, რაც დღეს დაგვრჩა და გვაერთიანებს აფხაზეთთან,
მისი თქმით, მტრის მცდელობის მიუხედავად ენერგეტიკული სისტემა ერთიანია.
„ჩვენი ენერგეტიკული სისტემა დღესაც, მტრის მცდელობის მიუხედავად, ერთიანია. ჩვენ ენერგეტიკულ სფეროში ტერიტორიული მთლიანობა, შეიძლება ითქვას, შენარჩუნებული გვაქვს. რაც შეეხება იმ ცრუ და სრულიად გადაუმოწმებელ, აბსურდულ ე.წ. ვერსიებს, თუ რატომ ვაწვდით აფხაზეთს ელექტროენერგიას ენგურჰესიდან, ენგურვარდნილის კაშხალი არის ჩვენი ეროვნული სიმდიდრე, მრავალი წელია, ენგურჰესი ელექტროენერგიას აწვდის სრულიად საქართველოს, მათ შორის აფხაზეთს და ეს დღესაც ასეა. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ამორალურია ამ საკითხის და ჩვენი სუვერენული ინტერესის გამოყენება იმისთვის, რომ პოლიტიკურ დებატებში ვიღაცას ვავნოთ, ეს მხოლოდ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს, ეს მიუღებელია“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.