26 მაისს რუსთაველის გამზირზე Tbilisi Newcomers-ის ფინალურ კონცერტზე 12 ჯგუფი/მუსიკალური პროექტი დაუკრავს: Beqa, Dudey, Enforcement, Explorers’ Vibe, Forest Rain, Four Dimensional Monster Lobsters, Lasha Pertsuliani, Leif S, Mush One, Ontheroad, Pitter J, Tornike Gagoshvili.
ფინალური კონცერტის შემდეგ შეირჩევა 1 ბენდი/მუსიკალური პროექტი, რომელიც Tbilisi Open Air-ის მთავარ სცენაზე დაუკრავს, 2 მათგანი – ფესტივალის აკუსტიკური მუსიკისა და ჯაზის სცენაზე, Singer Stage.
Tbilisi Newcomers Tbilisi Open Air-ის პროექტია, რომელიც ახალი ბენდების/მუსიკალური პროექტების აღმოჩენას ისახავს მიზნად. 2019 წელს Newcomers-ში მონაწილეობის სურვილი 80-მდე ბენდმა/პროექტმა გამოთქვა. 21 მათგანს შოუქეისში მონაწილეობის საშუალება მიეცა. Tbilisi Newcomers Tbilisi Open Air-ისა და პლატფორმა „სარდაფის“ ორგანიზებით იმართება. პროექტის პარტნიორები არიან თბილისის მერია, KHIDI და მუსიკალური მაღაზია AVB.
ფესტივალი 21, 22 და 23 ივნისს Lisi Wonderland-ში გაიმართება. ფესტივალის ჰედლაინერები არიან Franz Ferdinand, Mogwai, UNKLE, Rhye, David August, The Subways, Michelle Gurevich, 1200 Micrograms, ‘მწვანე ოთახი’. საერთო ჯამში – 70-მდე შემსრულებელი.