ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ლიეტუვაში საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტური 26 მაისს გაიმართება

26 მაისს ლიეტუვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იგეგმება. გამარჯვებულ კანდიდატს ხმათა 50%-ზე მეტი უნდა დაეგროვებინა, რათა არ გამართულიყო არჩევნების მეორე ტური, რომელიც 26 მაისს შედგება.

ადგილობრივი საარჩევნო ცენტრის მონაცემებით, 12 მაისს ჩატარებულ არჩევნებში ამომრჩეველთა 57% მივიდა. მათგან, ფინანსთა ყოფილ მინისტრს, ინგრიდა სიმონიტეს, 31.13%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო ეკონომისტს, გიტანას ნაუსედას, კი – 30.95%-მა.

მეორე ტურში გამარჯვებული კანდიდატი მოქმედ პრეზიდენტ დალი გრიბაუსკაიტეს ჩაანაცვლებს, რომელიც 2009 წლიდან ლიეტუვის პრეზიდენტია და რომელმაც ორი 5-წლიანი ვადით იპრეზიდენტა.

ლიეტუვაში პრეზიდენტს შეზღუდული ძალაუფლება აქვს, თუმცა სწორედ მას აკისრია საგარეო პოლიტიკის მიმართულება და ქვეყნის წარდგენა ევროკავშირის სამიტებზე. პრეზიდენტი ლიეტუვაში ასევე ნიშნავს მინისტრებს, მოსამართლეებს, სამხედრო მეთაურებსა და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს, როგორც წესი, პარლამენტის ან პრემიერმინისტრის დადასტურებით.

იტვირთბა....