ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტექნიკური ხარვეზის გამო, გეგონებოდა ქეიფს კარგად შეყოლილი თამადა ბოლო სადღეგრძელოს ამბობდა – ჯაღმაიძე

საპატრიარქოს პრესსპიკერი, მამა ანდრია ჯაღმაიძე მახათას მთაზე პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის გამოსვლისას ტექნიკურ ხარვეზს სოციალურ გამოეხმაურა.

“ყველას გიხდით მადლობას ანდრია პირველწოდებულის დღის მოლოცვისათვის!

დღეს მახათას მთის ღვთისმშობლის. სახელობის ტაძრის გახსნა დიდად სასიხარულო მოვლენა იყო საქართველოს მორწმუნე საზოგადოებისათვის. მომლოცველები ტაძარში არ ეტეოდნენ.

ამ დღესასწაულში ამინდიც გვწყალობდა, თუმცა ხომ არ შეიძლება ასეთ მნიშვნელოვან დღეს მაინც, გამონაკლისის სახით ყველაფერი ბოლომდე იდეალურად, რომ გავმართოთ?

წირვის შემდეგ ალბათ ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხი, კარგად გამართული გახმოვანება უნდა ყოფილიყო, გახმოვანების ტექნიკური ხარვეზის გამო კი პრემიერის მისალოცი სიტყვა ეთერში არაბუნებრივად უცნაური ტონალობით გაისმა, გეგონებოდა ქეიფს კარგად შეყოლილი თამადა ბოლო სადღეგრძელოს ამბობდა.

ქართველებმა უნდა ვისწავლოთ, რომ ასეთი დაუდევრობით წყალში შეიძლება ჩავყაროთ მთელი შრომა. საჭიროა ყველა საქმის მიყოლა უკანასკნელ წერტილამდე”, – წერს ჯაღმაიძე.

მახათას მთაზე სიტყვით გამოსვლისას მამუკა ბახტაძის საუბარი შენელებული იყო და წყდებოდა. პირველი არხის განცხადებით, ხალხმრავლობის გამო, ფიზიკური კონტაქტის შედეგად დაზიანდა აუდიო-ვიდეო კაბელი, რის გამოც მოხდა ტექნიკური ხარვეზი ტრანსლაციის დროს.

იტვირთბა....