“ევროპული საქართველოს” მიერ ინიცირებული იმ დადგენილების, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის კვოტით არჩეული წევრების ლევან გზირიშვილის, ზაზა ხარებავას და შოთა ქადაგიძის საბჭოდან გამოწვევას ითვალისწინებს, მხარდაჭერას “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი ეკა ბესელია აპირებს.
ბესელიას აზრით, „ევროპული საქართველოს“ ინიციატივა დღის წესრიგში სწრაფად უნდა დადგეს.
„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ არ მაქვს არანაირი ნდობა, საბჭოს ცალკეული წევრები პირდაპირ არიან ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. ეს საკითხი სწრაფად უნდა დადგეს. საბჭოს საქმიანობამ აჩვენა, რომ მას მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა ჩიხში შეჰყავს. არც ერთი ის ადამიანი, რომელმაც ათკაციან “შავ სიას“ მხარი დაუჭირა, ნდობას არ იმსახურებს” – განაცხადა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.