“მოსახლეობას მიწის დაკანონების პრობლემა აქვს. საერთო ჯამში, მთლიანად მთაწმინდის ამომრჩევლის და კონკრეტულად ოქროყანის მოსახლეობის განწყობა არის ის, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ვინაიდან ხელისუფლებამ არ გაამართლა ჩვენი თანამოქალაქეების იმედები – არ შეასრულა არც ერთი დაპირება, არც სამართლის მოტანასთან დაკავშირებით, არც ეკონომიკურ კეთილდღეობასთან დაკავშირებით ქვეყანაში. ჩვენს საზოგადოებას ხელისუფლების ნდობა აღარ აქვს და ისინი განწყობილი არიან იმისთვის, რომ მთაწმინდა იყოს პირველი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, რომელიც უარს ეტყვის ხელისუფლებას და რომელსაც ბიძინა ივანიშვილი წააგებს საქართველოში”.
შალვა შვგულიძე, მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი