“უამრავი მშიერი ბავშვია ამ ქვეყანაში, უამრავი ადამიანი ელოდება შემწეობას, სიღატაკის პრობლემა ერთ-ერთი წამყვანი პრობლემაა, სოციალური სამსახური ვერ მუშაობს, იმიტომ, რომ არ არის სერვისები და რესურსებიო… ამ დროს ამ ფულით რამდენ პრობლემას მოაგვარდებდით, ვის სჭირდება ეს თქვენი სანახაობა, სოფიო კილაძეს ეს ჰგონია ადამიანის უფლებები? ღვთისმშობელო, მართლა გადმოხედე რა ამ ქვეყანას!
თუ ისე აგიცრუვდა ჩვენზე გული, რომ ამ ფარისევლობაზე გული გერევა?!”
მაია ცირამუა ბავშვთა ფსიქოლოგი; სოციალური ქსელი;
შეგახსენებთ, რომ ღვთისმშობლილადმი წილხვდომილობის დღესასწაულის, 12 მაისის, აღსანიშნავად და სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 694 ათასი ლარი გამოიყო.