მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავებას არ გამორიცხავს.
კუბლაშვილის თქმით, მაჩალიკაშვილი დღეს მოწმის სტატუსითაა დაბარებული და მხარეს არ წარმოადგენს, შესაბამისად, არ აქვს უფლება, რომ მოითხოვოს მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვა.
„მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკავება იმ მტკიცებულებების გათვალისწინებით, რაც ჩვენ ვნახეთ და იმ მასალის გათვალისწინებით, რაც მე მაქვს ინფორმაცია, არ არსებობს. იმ შემთხვევაში თუ მისი მისამართით იქნება ბრალი წაყენებული, თავისთავად ცხადია ჩვენ მივმართავთ, ჩვენთვის უკეთესია და ცხადია, რომ საჭირო და აუცილებელია, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვა მოხდეს სასამართლო წესით. მეტად გამჭვირვალე პროცესია, მეტად საშუალება გვექნება დაცვის მხარეს, რომ ავიცილოთ ის კითხვები, რომელიც არარელევანტურია და არ არის შემხებლობაში საქმის ფაქტობრივ და არსებით გარემოებებთან და ამავდროულად ავიცილებთ იმ ემოციურ ფონს, რასაც მალხაზ მაჩალიკაშვილი ამ შენობაში შესვლის შედეგად იღებს,“ – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.