ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კახაძე პროსტიტუციის ლეგალიზებაზე – პლებისციტი უნდა ჩატარდეს

“ქართული ოცნების” მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქის დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძე პროსტიტუციის ლეგალიზების შესახებ “მეტრონომის” კითხვას პასუხობს და აცხადებს, რომ ეს საკითხი ხალხმა უნდა გადაწყვიტოს.

“ნებისმიერი საკითხის ლეგალიზება უნდა გადაწყვიტოს იმ ეთნოკულტურული ტრადიციის ქვეყანაში როგორიც ჩვენ ვართ და სხვები ინდივიდუალურად, ეს არის ინდივიდუალურად.. პლებისციტი უნდა ჩატარდეს. ჩემი გზა ასეთია. საერთოდ, მოუწესრიგებელი ყველაფერი ცუდია. ავადმყოფობა ზუსტად ის არის, რომ ორგანიზმში ნორმა ირღვევა და გამოჯანმრთელება წონასწორობის აღდგენით იწყება. საზოგადოებაში ნორმები უნდა იყოს და ეს ყველასთვის მისაღები უნდა იყოს. ჩატარდეს გამოკითხვა.

ნუ გადავწყვიტავთ “მე მინდას” პრინციპით. ადამიანები საკანონმდებლო სივრცის ნორმალიზებაში უნდა ღებულობდნენ მონაწილეობას. მე ყოველთვის წინააღმდეგი ვარ “მე მინდას” პრინციპით. ეს კითხვა დავუსთვათ მოსახლეობას. მე რომ ახლა ვთქვა, მოსახლეობაზე ზეწოლა გამოვა”, – აცხადებს კახაძე.

იტვირთბა....