aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“უვიზოდ მიმოსვლა არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, თუმცა მოითხოვს გარკვეული ნაბიჯების გადადგმას” – გახარია

aviabiletebi
ავიაბილეთები

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, უვიზო მიმოსვლა არის ბოლო ათწლეულების საქართველოს ყველაზე დიდი მიღწევა.
საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები, როგორც საფრანგეთიდან იქნებიან საქართველოში, ასევე საქართველოს საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები იქნებიან წარმოდგენილი პარიზში, საფრანგეთში, მათ შორის, ლიონში სხვა ქალაქებში, სადაც კი იქნება პირდაპირი ფრენები, – გახარიამ ამის შესახებ შს მინისტრთან, კრისტოფ კასტანერთან, შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, არც ერთ შემთხვევაში, მიღწევა არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, თუმცა მოითხოვს გარკვეული, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას.

„სწორედ ასეთი ნაბიჯები გადავდგით დამოუკიდებლად. მაგალითად, ქუთაისიდან პარიზის მიმართულებით რეისზე, რომელსაც ახორციელებს „ვიზეარი“. ორგანიზებულ და ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლა, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის, რეგიონის და მთლიანად ევროკავშირის ყველაზე დიდი გამოწვევა, თანამშრომლობის გარეშე გაუჭირდება ცალკე აღებულ ქვეყნებს. ისეთ ძლიერ ქვეყანასაც, როგორიც არის საფრანგეთი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, დღეს გაფორმებული ხელშეკრულება კიდევ ერთი წინ გადადგმული პრაქტიკული ნაბიჯია ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში.

გიორგი გახარიასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე საფრანგეთის შს მინისტრმა, კრისტოფ კასტანერმა განაცხადა, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და არ არის ნორმალური, პირველი იყოს საფრანგეთში თავშესაფრის მომთხოვნთა შორის. მისივე თქმით, მინისტრთან შეხვედრაზე საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე არ უსაუბრია, რადგან თანამშრომლობა გრძელდება, მაგრამ ეს შესაძლებლობა სავარაუდოდ არსებობს.

იტვირთბა....