ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ნინო გვენეტაძის თსუ-ში პრორექტორად დანიშვნას მივესალმები” – ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა რომ ნინო გვენეტაძის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორად დანიშვნას მიესალმება, რადგან ის წლების განმავლობაში ჩართული იყო აკადემიურ საქმიანობაში.

„მე მას ვიცნობ, პირველ რიგში, როგორც პროფესორს და შესაბამისად, მისთვის უცხო არ უნდა იყოს აკადემიური საქმიანობა. მე წარმატებას ვუსურვებ საქმიანობაში და დარწმუნებული ვარ, მისი გამოცდილება, როგორც პროფესიული, ასევე აკადემიური, წაადგება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონკრეტულ მიმართულებებს”,- განაცხადა ოხანაშვილმა.

ამასთან, ოპოზიციის განცხადებას, რომ ნინო გვენეტაძემ თანამდებობა დუმილის სანაცვლოდ მიიღო, ანრი ოხანაშვილი სპეკულაციას უწოდებს.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორად დაინიშნა.

იტვირთბა....