„რუსეთს ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებული აქვს და ყოველდღიურად აგრძელებს ადამიანებს გატაცებას, წამებას, გრძელდება მკვლელობის ფაქტები. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ჩვენი რეალობაა, რომელშიც ვცხოვრობთ.ძალიან მწყდება გული, როდესაც ვხედავ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამას სხვაგვარად ხედავენ. ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქისთვის, ეს გაუგებარია. ის, რომ ასეთი მოსაზრებები და პოზიციები არსებობს, ბუნებრივია, მათ ვერავინ ჩაახშობს და აკრძალავს, რადგან ისიც თავისუფლებაა, მაგრამ ამას უნდა დავუპირისპიროთ მეორე სწორი და პრინციპული პოზიცია და ეს პოზიცია არის ის, რომ ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა სწორედ რუსეთია როგორც ოკუპანტი ქვეყანა“.
თამარ ჩუგოშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე