aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

19 მაისის არჩევნებზე, უბნების ნაწილში, ხმებს ელექტრონულად დაითვლიან

aviabiletebi
ავიაბილეთები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2019 წლის 19 მაისის არჩევნებზე რამდენიმე საარჩევნო უბანზე, საარჩევნო პროცესში ხმების დათვლა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მოხდება.

როგორც ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია მიქელაძემ განაცხადა, ხმის ელექტრონული დათვლის საპილოტე პროექტის შემდეგი ეტაპი წყალტუბოს ოთხ და ტყიბულის ოთხს საარჩევნო უბანზე განხორციელდება, სადაც ჯამში 7 762 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

მისივე თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია აღნიშნული ინიციატივით მიზნად ისახავს თანამედროვე და წარმატებული საარჩევნო ტექნოლოგიების საქართველოს საარჩევნო პროცესში ეტაპობრივად ინტეგრირების შესაძლებლობის განხილვას.

„შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ელექტრონული ტექნოლოგიების საარჩევნო პროცესში გამოყენების პროექტი ცესკო-ს მიერ პირველად 2018 წელს, შუალედურ არჩევნებზე ცაიშის თემის სამ საარჩევნო უბანზე განხორციელდა. საარჩევნო ადმინისტრაცია 19 მაისს გასამართ საკრებულოების შუალედურ არჩევნებზე პროექტს მოდიფიცირებული სახით განახორციელებს, რომელშიც გათვალისწინებული იქნება წინა, 2018 წლის გამოცდილება და პრაქტიკაში გამოვლენილი საკითხები. ხმის ელექტრონული დათვლა კვლევის და უშუალოდ პროცესის შეფასების მიზნით ხორციელდება“, – განაცხადა მიქელაძემ.

საპილოტე პროექტი საარჩევნო ტექნოლოგიებზე ორიენტირებული, კანადური საერთშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის – DELIAN მხარდაჭერით ხორციელდება.

იტვირთბა....