მთავარი ციტატა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: აშშ-ის ადმინისტრაციის რამდენიმე წარმომადგენელს ირანთან ომის დაწყება სურს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, მოჰამად ჯავად ზარიფის განცხადებით, აშშ-ის ადმინისტრაციის რამდენიმე წარმომადგენელს ირანთან ომის დაწყება სურს, მაგრამ ეს თვითმკვლელობა იქნება.

მისივე თქმით, ირანთან ომი იმ ხალხს სურს, ვინც 2003 წელს ერაყთან დაიწყო ომი.

“თეირანს ომი არც ერთ ქვეყანასთან არ უნდა, მაგრამ თუ აშშ-ი ირანთან შეიარაღებულ დაპირისპირებას დაიწყებს, ქვეყანა ეროვნულ ინტერესებს ყველა საშუალებით დაიცავს… ირანი აშშ-ის სანქციებს გადალახავს, რადგან თეირანთან ვაჭრობის მზადყოფნა ბევრმა ქვეყანამ გამოხატა”, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

იტვირთბა....