“მინდა, პროკურატურამ ყურადღება მიაქციოს იმას, თუ როგორ მივიდა ეს ადამიანი ამ დანაშაულის ჩადენამდე და მომზადებამდე. უნდა მიაქციოს ყურადღება იმ ადამიანებს, იმ პოლიტიკოსებს, ზოგიერთი არასამთავრობოს წარმომადგენელს, ზოგიერთ ვითომ ჟურნალისტს, რომლებიც ამ ადამიანს[მალხაზ მაჩალიკაშვილი] მიზანმიმართულად ამზადებდნენ ამ დანაშაულის ჩადენისკენ და დეზინფორმაციებს აწვდიდნენ. დეტალებზე ვერ გესაუბრებით, რადგან არ მინდა გამოძიებას ხელი შევუშალო, მაგრამ მეც ვიმუშავებ ამ მიმართულებით, ჩემი არხებით და ყველანაირად დავეხმარები გამოძიებას, რომ მაქსიმალური მტკიცებულებები შეკრიბონ“.
სოსო გოგაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე
ინტერვიუ “ინტერპრესინიუსთან”