ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საპატრიარქო, დეკანოზ მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას წულუკიანის უწყებას სთხოვს

საქართველოს საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროს და სახალხო დამცველს მიმართავს.

როგორც  წერილებში ვკითხულობთ, საპატრიარქო ინტერესდება, თუ რატომ არ ასრულებს სასჯელაღსრულების დაწესებულება ომბუდსმენის რეკომენდაციას, რომლის მიხედვითაც, N18 დაწესებულებაში დეკანოზ მამალაძეს არ უტარდება შესაბამისი მკურნალობა და იგი სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაიყვანონ.

ვინაიდან მამალაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რჩება, იუსტიციის სამინისტროსგან საპატრიარქო მამალაძის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას ითხოვს.

იტვირთბა....