“ჩვენი პოზიცია აქ, პარლამენტში, ცალსახად არის ის, რომ ადამაინები, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოებას იცავენ, უსაფრთხოების თითოეული ოფიცერი, მათი ოჯახის წევრები, უნდა იყვნენ სათანადოდ დაცულები ნებისმიერი ტიპის საფრთხისგან. ეს არის პრინციპული პოზიცია, ამიტომ პარლამენტიდან ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ და დავაკვირდებით ამ გამოძიებას”.
არჩილ თალაკვაძე, “ქართული ოცნების” წევრი
TVპირველის ეთერი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, სავარაუდოდ, თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის და მისი ძმისშვილის ფარული ჩანაწერი გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, მოსახლეობისათვის ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით წარმოებული ღონისძიებების ფარგლებში, გამოავლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის თაობაზე.