მთავარი ციტატა

გვარამია – ამ ქვეყანაში დარჩება ან “რუსთავი 2” ან ივანიშვილი და მისი რეჟიმი

“მე ყველას ვურჩევდი, რომ არ გავუწიოთ ანგარიში ჩვენ ყველამ უკვე ხელისუფლებას და ჩემი განაცხადი, რომ ეს არის ბრძოლა, რომელშიც იქნება თავდასხმითი რეჟიმი ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყანაში დარჩება ან რუსთავი2და შესაბამისად დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება და დასავლური ღირებულებები, ან ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი. ეს დაპირისპირება, რომელიც ახლა დაიწყო, დამთავრდება ამგვარად”

“რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია “რუსთავი 2-ის” საქმესთან დაკავშირებით გადაცემაში “არჩევანი;

შეგახსენებთ, რომ “რუსთავი 2-ის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ არხი საგანგებო მდგომარეობაზე გადადის.

მისი თქმით, სამაუწყებლო კომპანიის 9%-ის მფლობელი ნინო ნიჟარაძე დაგროვილი გადასახადების სახით კომპენსაციას ითხოვს. საუბარია ჯამში, დაახლოებით, 26 მილიონ ლარზე. ნინო ნიჟარაძე არხის ყოფილი დირექტორის, გოგი გეგეშიძის მეუღლეა და მისი გარდაცვალების შემდეგ მიიღო კომპანიის წილი.

ნიკა გვარამია იმ ახალ სარჩელზე საუბრობს, რომელიც “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ მომზადდა. გვარამიას თქმით, ეს არის “სარჩელი სარჩელისთვის” და ეს არის მორიგი შეტევა თავისუფალი სიტყვის წინააღნდეგ.

იტვირთბა....