ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პოროშენკო მაიდანის საქმის გამოკითხვაზე პროკურატურაში არ მივიდა

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მაიდანის საქმის გამოკითხვაზე პროკურატურაში არ მივიდა.

უკრაინის მედიის ცნობით, პრეზიდენტმა გენერალური პროკურატურა გამოცხადებასთან დაკავშირებით არ გააფრთხილა. პროკურატურის წარმომადგენელმა, სერგეი გორბატიუკმა აღნიშნა, რომ კითხვები მაიდანის მოვლენების შესახებ პოროშენკოს საჯარო გამოსვლებს ეხებოდა.

ამავე საქმეზე პოროშენკო პირველად 2016 წელს დაკითხეს. ზედმეტი გადატვირთულობის გამო ის დაკითხვისას ვიდეოზარით ჩაერთო და, დაპირების მიუხედავად, დაკითხვის ოქმზე ხელი ამ დრომდე არ მოუწერია. გორბატიუკი ამბობს, რომ პოროშენკოს დაბარებას გააგრძელებენ.

მაიდანის საქმე 2013-2014 წლის მოვლენების დროს კიევში ჩადენილ მკვლელობებს ეხება. ჯამში პროკურატურა მაიდანის 91 მონაწილის მკვლელობის საქმეს იძიებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო გენერალურ პროკურატუარში გამოკითხვაზე დაიბარეს.

იტვირთბა....