ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება სამართალი

პეტრო პოროშენკო გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, პეტრო პოროშენკო გენერალურ პროკურატუარში გამოკითხვაზე დაიბარეს.

მედიის ცნობით, პოროშენკოს ევრომაიდანზე მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით დაკითხავენ.

პოროშენკოს ამ საკითხზე უკვე მეორედ გამოკითხავენ. ის პროკურატურაში მოწმის სტატუსით არის დაბარებული.

უკრაინის ცესკომ საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები 30 აპრილს გამოაცხადა. 21 აპრილის არჩევნებში ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაიმარჯვა, რომელმაც ხმათა 73,22%, მისმა მეტოქემ პეტრო პოროშენკომ კი ხმათა 24,45% მიიღო.

იტვირთბა....