aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჩიქოვანის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საბურთალოს რაიონში, ჩიქოვანის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, საბავშვო გასართობი მოედანი მოეწყო, სადაც თანამედროვე ტიპის ატრაქციონები დამონტაჟდა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე, ასევე, მოეწყო ფეხით სავალი ბილიკები და გარე განათების სისტემა. ასევე, დაირგო სხვადასხვა სახის მცენარეები, ჰიდროთესვის პრინციპით, დაითესა ბალახი და სარწყავი სისტემა მოეწყო.

განახლებული სკვერი საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა.

„ჩიქოვანის ქუჩაზე დასასვენებელი სივრცეების ნაკლებობაა. აღნიშნული სკვერის რეაბილიტაცია სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ. ვფიქრობ, ძალიან ლამაზი რეკრეაციული სივრცე გამოვიდა და მოსახლეობა კმაყოფილი დარჩება. ამ დროისთვის, სკვერების რეაბილიტაცია კიდევ რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს. რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ“, – განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

სამუშაოები, რომლის ღირებულება 119 362 ლარს შეადგენს, კომპანია „გრინსერვისი+“-მა განახორციელა.

ამ ეტაპზე, საბურთალოს რაიონში, სკვერებისა და დასასვენებელი სივრცეების რეაბილიტაცია დამატებით, შვიდ მისამართზე მიმდინარეობს.

 

იტვირთბა....