aviabiletebi
მთავარი პოლიტიკა ციტატა

გეშინოდეთ უფრო გათიშული, ჩახშობილი “რუსთავი 2”-ის – ვაშაძე

“ამ კატასტროფის დროს, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის საოკუპაციო რეჟიმს დარჩა მხოლოდ და მხოლოდ ერთი – დაუპირისპირდეს საზოგადოებას, კიდევ უფრო გააძლიეროს ოპოზიციის დევნა და მაქსიმალურად ეცადოს, ერთი-ორი შემორჩენილი სიტყვის თავისუფლების რუპორების ჩახშობას, სადაც “რუსთავი 2”, თუ ყველაზე წამყვანი არა, ერთ-ერთი ყველაზე წამყვანია. გეშინოდეთ უფრო გათიშული, ჩახშობილი “რუსთავი 2”-ის, ვიდრე “რუსთავი 2”-ის, რომელიც თავის პროფესიულ მოვალეობებს ასრულებს… იმიტომ, რომ მივმართავთ პროტესტის ყველა ფორმას, მათ შორის უკიდურეს ფორმებს. არ დაგანებებთ, რომ საქართველო მთლიანად დაემსგავსოს თქვენს სათაყვანებელ რუსეთის ფედერაციას. ე.წ. ხელისუფლებას მინდა ვუთხრა, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი, ყველა ოპოზიციური პარტია, მთელი საზოგადოება დაიცავს “რუსთავი 2“-ს…”

aviabiletebi
ავიაბილეთები

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერ გრიგოლ ვაშაძე რუსთავი 2-ის საქმეზე;

“რუსთავი 2-ის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ არხი საგანგებო მდგომარეობაზე გადადის.

მისი თქმით, სამაუწყებლო კომპანიის 9%-ის მფლობელი ნინო ნიჟარაძე დაგროვილი გადასახადების სახით კომპენსაციას ითხოვს. საუბარია ჯამში, დაახლოებით, 26 მილიონ ლარზე. ნინო ნიჟარაძე არხის ყოფილი დირექტორის, გოგი გეგეშიძის მეუღლეა და მისი გარდაცვალების შემდეგ მიიღო კომპანიის წილი.

ნიკა გვარამია იმ ახალ სარჩელზე საუბრობს, რომელიც “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ მომზადდა. გვარამიას თქმით, ეს არის “სარჩელი სარჩელისთვის” და ეს არის მორიგი შეტევა თავისუფალი სიტყვის წინააღნდეგ.

იტვირთბა....