კახეთში, სოფელ ყანდაურაში, ქმრის მიერ დაჭრილი 76 წლის ქალი გარდაიცვალა. ელზა გამყრელიძე 85 წლის ქმარმა თავის არეში დაჭრა.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ყანდაურაში 85 წლის ომარ გამყრელიძემ შვილი, რძლის, ორი მეზობელისა და საწოლს მიჯაჭვული ცოლის ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.
მამაკაცი სამართალდამცველებმა ადგილზე დააკავეს. ბრალდებულს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.