ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბესელია – როდესაც სასამართლოში იწყება დავა ტელევიზიასთან დაკავშირებით, ეს ბუნებრივია კითხვებს ბადებს

პარლამენტის დეპუტატი ეკა ბესელია “მეტრონომთან” საუბრისას აცხადებს, რომ თუ “რუსთავი 2-ის” საკითხში მოსარჩელესა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებს შორის კავშირი დადასტურდა, ეს ძალიან სერიოზული საკითხი იქნება.

“არ ვიცი დეტალები, სარჩელი არ მინახავს, არც ისტორიას ვიცნობ და შესაბამისად, სამართლებრივ შეფასებას ვერ გავაკეთებ. ამაზე უმჯობესია, თავად იურისტებმა ისაუბრონ. თუ ხედავენ, რომ რამე ბმა და კავშირი არსებობს იმ სარჩელის ავტორებსა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებს შორის, ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი.

თუ ასეთი კავშირი დადასტურდა რა თქმა უნდა პოლიტიკური კონეტექსტი იქნება არგუმენტებით გამყარებული. ახლა არის ძალიან რთული პერიოდი, როდესაც სასამართლოსთან დაკავშირებული პროცესები ძალინ დრამატულად განვითარდა და გამოჩნდა სასამართლოს ბოლო ინსტაციის ხელში ჩაგდების ღია სურვილი,  რასაც მე და ჩემი თანამოაზრეები ღიად დავუპირისპირდით.

ასეთ ვითარებაში, როდესაც სასამართლოში იწყება დავა ტელევიზიასთან დაკავშირებით ეს ბუნებრივია კითხვებს ბადებს. მე ვერ გეტყვით, რომ კითხვები არ შეიძლება იყოს. ეს ტელევიზია, ხელისუფლებების ცვლილებების შემდეგ ხელიდან ხელში გადადიოდა და ამიტომ ბევრი მძიმე ემოცია უკავაშრდება  ამ თემას. ამიტომ, ამ ყველაფერს სჭირდება მეტი სიცხადე, მეტი განმარტებები და რაც მთავარია, არ უნდა მოხდეს რაიმე ტიპის ზეგავლენის მოხდენა არც ტელევიზიის დამოუკიდებლობაზე და არც სასამართლოში პროცესების წარმართვაზე”, – განაცხადა ბესელიამ.

“რუსთავი 2-ის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ არხი საგანგებო მდგომარეობაზე გადადის.

ნიკა გვარამია იმ ახალ სარჩელზე საუბრობს, რომელიც “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ მომზადდა. გვარამიას თქმით, ეს არის “სარჩელი სარჩელისთვის” და ეს არის მორიგი შეტევა თავისუფალი სიტყვის წინააღნდეგ.

იტვირთბა....