„ჟურნალისტმა დამისვა კითხვა – ერთ-ერთი მიზეზი თქვენი გათავისუფლების იყო ის, რომ ცუდად მართავდით სამინისტროსო, რაზეც მე ვუპასუხე, რომ ეს ასე არ არის. მე საერთოდ არ მესმის, რას ნიშნავს სამინისტროს ცუდი მართვა და ეს ვერავინ ამიხსნა. თუ ვინმე დაინტერესდება იმ შედეგებით, რომელსაც ამ მოკლე ვადაში მივაღწიეთ, მზად ვარ ანგარიში წარვადგინო და მერე ვიმსჯელოთ, ცუდად ვმართავდი თუ არა. ვინაიდან მთავრობაში და პრემიერთან ეს ანგარიში წარდგენილი გვაქვს, მე ვთქვი, რომ პოტენციურად პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში შეიძლებოდა ამ ანგარიშის წარდგენა”.
გიორგი ქობულია, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი