რუსეთში, აეროპორტ “შერემეტოვში” თვითმფრინავის ავარიული დაშვებისას გაჩენილი ხანძრის დროს 41 ადამიანი დაიღუპა, რომელთა შორის 2 მცირეწლოვანია – ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. კატასტროფის სავარაუდო მიზეზად ტექნიკური გაუმართავობა სახელდება.
მედიასაშუალების ცნობით, 37 გადარჩენილს შორის 33 მგზავრია, 4 კი – ეკიპაჟის წევრი, არიან დაშავებულებიც, მათგან 5 მათგანი ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობს, “სასწაულია, რომ ვინმე გადარჩა”.
(ვიდეო) მოსკოვში ავარიული დაშვებისას თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა