მთავარი სოციალური ქსელი

ინაშვილი – აღარ გვაქვს უფლება, დავუშვათ რუსეთთან ახალი ომის შესაძლებლობა

“რასაც ვწერ, ეხება: იმ ე.წ. ექსპერტებს, რომელთა არც ერთი პროგნოზი არასდროს გამართლებულა, მაგრამ ბოდვას მაინც განაგრძობენ… იმ ე.წ. ტელეწამყვანებს, რომლებსაც, თურმე, ყველას და ყველაფრის შეურაცხყოფის უფლება აქვთ (არადა, არა აქვთ)… იმ პოლიტიკოსებს და ვითომ პოლიტიკოსებს, რომლებიც 8- 12- 24 წელი პარლამენტში კუნძებივით სხედან და მერე უცბად მაჰათმა განდებად გვევლინებიან… იმ სასაცილოდ მობლატავე ელემენტებს, პეპლებიანი ჰალსტუხი რომ უკეთიათ და ომში ჯერ არ ჩაუფსიათ, კინოში აქვთ ომი ნანახი… იმ ვითომ ევროატლანტიკური გეზის მომხრეებს, რომლებიც მზად არიან,- სოხუმისა და ცხინვალის გარეშე შევიდეთ ნატოში, სადაც რეალურად არავინ გვიშვებს, მაგრამ ამ სიმართლის თქმას ვინ გაბედავს?!

ნატო, სადაც ვერ შევდივართ, საქართველოში ფუტურისტულ მიმდინარეობად იქცა!!!… სოციალური ქსელის იმ დაფინანსებულ ე.წ. ემოციურ კომენტატორებს, რომლებიც გიჟდებიან,- კურსი ხომ არ იცვლება?! არადა, კურსი, გეოპოლიტიკა, ეროვნული ინტერესები და სახელმწიფო რა არის, წარმოდგენა არა აქვთ… სამაგიეროდ, დედას გაყიდიან, ანაზღაურების გამო, სამშობლოს კი არა… კიდევ ბევრი ადრესატია, ვინც გზა და გზა გამახსენდება: საქართველო დღეს დგას ძალიან სახიფათო ზღვარზე. ჩვენ გვაქვს არჩევანი:

ა) ან ჩავრჩეთ ნატოს ფუტურისტულ მოლოდინში და დავკარგოთ ახალი ტერიტორიები ან

ბ) შევინარჩუნოთ ნატოსთან თანამშრომლობის ფორმატი, მაგრამ ავსტრიის, ფინეთის, შვეიცარიის მოდელების მაგალითზე შევქმნათ სამხედრო მიუმხრობლობის ქართული მოდელი. სქემა მსოფლიოს არა ერთ ქვეყანაშია აპრობირებული და პრინციპში, სტანდარტულია- ვაგრძელებთ ინტეგრაციას ევროკავშირსა და სხვა ევროსტუქტურებში, ნატოსთან ვიტოვებთ მხოლოდ თანამშრომლობის ფორმატს და ვიღწვით, რომ მოხდეს კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ დოკუმენტის შექმნა ( რუსეთი, ამერიკა, თურქეთი, ჩინეთი) და გაეროს დონეზე ჩვენი ქვეყნის სამხედრო მიუმხრობლობის აღიარება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე არც ერთი უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზა, მათ შორის, ნატოს ბაზები არ განთავსდება და არც სამხედრო წვრთნების არეალი ვიქნებით. გარეთ- კი, ბატონო! ქვეყნის შიგნით- არა!

სინამდვილეში, არც კურსის ცვლილების და არც ვექტორების თემა ეს არ არის. საქართველოსთვის მყარი უსაფრთხოების მოპოვების თემაა. ნატოც კმაყოფილი დარჩება, ვაშინტონიც და პარიზიც. კვლავ ევროპის ნაწილად ვრჩებით- ევროკავშირის ფარგლებში, მაგრამ ვხდებით მშვიდობის, უსაფრთხოების ზონა.

ახლა, ისევ ზემოხსენებული ადრესატების საყურადღებოდ ვწერ: ეტყობა, ავსტრია ან ფინეთი მაგარი უგუნური ქვეყნებია, რომლებმაც ააშენეს ეს მოდელი, თქვენი ლოგიკით ასე გამოდის, არა?! ეტყობა, ნატოს გენერალური მდივანიც კრემლის აგენტია, როცა სერბეთს ეუბნება,- ნატო პატივს სცემს თქვენს არჩევანს,- სამხედრო მიუმხრობლობის შესახებო?! ზოგჯერ საერთაშორისო მოვლენებსაც რომ გადაავლოთ თვალი და საქართველოს მოსახლეობას არ დაუმალოთ, რა კარგი იქნებოდა თქვენსავე განიავებისთვის… მაგრამ სადაც ტრამპს აცხადებთ რუსეთის აგენტად, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, იქ გახარიას, მე ან სხვას რა უნდა გაგვიკვირდეს?!

აღარ აქვს საქართველოს დასაკარგი დრო! აღარ გვაქვს უფლება, დავუშვათ რუსეთთან ახალი ომის შესაძლებლობა, აღარ გვაპატიებენ ჩვენი შვილები ახალი მიწების დაკარგვას და ბოლოს, სახელმწიფოებრიობის დაკარგვას, ამიტომ ყოველგვარი გინების, იარლიყების, ფუტურისტული მიდრეკილებებისგან გავთავისუფლდეთ და
ს ა მ შ ო ბ ლ ო ს მივხედოთ!!!”

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი; სოციალური ქსელი;

იტვირთბა....