ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რა თქმა უნდა, შეცდომისკენ მივდივართ” – გომელაური პანკისის მოვლენებს გამოეხმაურა

პანკისის ხეობაში შეცდომა იყო დაშვებული და პასუხისმგებლობა ყველა უწყებას ეკისრება – ასე გამოეხმურა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური პანკისის მოვლენებს.

„რამდენიმე პოლიციელი დაშავდა, ჩვენი მოქალაქე დაშავდა. რა თქმა უნდა, შეცდომისკენ მივდივართ. სად რა გაიპარა, ამის ანალიზს გავაკეთებთ. ამის შემდეგ ვიტყვით, რომ ვთქვათ – ეს იყო შეცდომა, ან არ იყო შეცდომა, ან ძალოვნების შეცდომა იყო, თუ ვისი შეცდომა იყო. აქედან გამომდინარე, გავაკეთებთ ანალიზს”  – განაცხადა გომელაურმა.

კითხვაზე, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, სუს-ის უფროსმა უპასუხა, რომ ამ საკითხს სხვანაირად უნდა შევხედოთ, რადგან ეს არ იყო დაგეგმილი სპეცოპერაცია.

„ეს არ იყო დაგეგმილი სპეცოპერაცია, რომ გათვლილი ყოფილიყო, ასე მოხდებოდა თუ ისე მოხდებოდა. თემა იყო – შევიდა სამშენებლო კომპანია, რომელსაც შეჰყვა რამდენიმე, 30-35 პოლიციელი და მას შემდეგ, რაც დაიძაბა ვითარება, მოხდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შეყვანა. ეს იყო სულ.

იქ, მერე როგორ განვითარდა თემა, ამას ანალიზი უნდა გაუკეთდეს. ანუ, პირობითად, უფრო მეტი უნდა შეგვეყვანა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, სადღაც უნდა გამოსულიყვენენ, შესულიყყვნენ და ა.შ – ეს სხვა თემაა. ამის ანალიზია გასაკეთებელი. რა თქმა უნდა, ცუდი ფაქტი მოხდა. რა თქმა უნდა, ჩვენც ჩართულები ვიყავთ, იმიტომ, რომ ერთი მიმართულებაა. ქვეყნის უსაფრთხოებაზე ჩვენც ვზრუნავთ, ასევე ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს გარეშე ვერაფერს გავაკეთებთ. ერთი ორგანიზმი ვართ. ის, რომ ჩვენ არ ვიყავით ჩართულები, ან ისინი არ იყვნენ თემაში… რა თქმა უნდა, ჩართულები ვიყავით“, – განაცხადა გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ 21 აპრილს, პანკისის ხეობის მოსახლეობასა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება პოლიციის თანხმებით „ხადორი 3 ჰესის“ მშენებლობის განახლებას მოჰყვა.

იტვირთბა....