„დავით გარეჯი იყო, არის და იქნება ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი, ბერ-მონაზვნობის სულიერი აკვანი და ჩვენი იერუსალიმი. მე, როგორც მარნეულის ეპისკოპოსმა, მინდა ვთქვა რომ, ვხედავ, თუ როგორ ზრუნავს ხელისუფლება ჩვენთან მცხოვრებ აზერბაიჯანელ მოსახლეობაზე, რათა ისინი საზოგადოების სრულუფასოვანი წევრები იყვნენ. მიუხედავად მათი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა, მათ აქვთ ყოველგვარი პირობები მშვიდობიანი თანაცხოვრებისა ჩვენს ხალხთან. სამწუხაროა, რომ ჩვენი მეზობელი სახელმწიფო ამ და სხვა კონტექსტსაც არ ითვალისწინებს და უხეშად არღვევს ჩვენს საზღვრებს. ერთი იცოდეს ყველამ, შინაურმაც და გარეულმა, არავის დაუთმობთ ჩვენ წინაპართა სისხლით მორწყულ მიწას, უპირველსად სამღვდელოება წავალთ და ჩვენს მკერდს მიუშვერთ მომხდურთ, წინაპართა დარად”!
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი