შს მინისტრის, გიორგი გახარიას სტუმრობის შემდეგ პარლამენტს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური ეწვევა. მას საკანონმდებლო ორგანოში 12 საათისთვის ელოდებიან, რომელიც ყოველწლიური ანგარიშით უნდა წარსდგეს. აღსანიშნავია, რომ ფორმატი ნახევრად დახურული იქნება, რაც ოპოზიციის რიგებში პროტესტს იწვევს.
როგორც ირკვევა, სუს-ის ხელმძღვანელს ძირითადად კითხვებს პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასა და თემირლან მაჩალიკაშვილის საკითხებზე დაუსვამენ.