თქვენ ახლა გამოდიხართ და თესავთ საზოგადოებაში პოლიციისადმი სიძულვილსა და ნიჰილიზმს. ეს არ გამოგივათ. ამის უფლებას არ მოგცემთ“, – ასე მიმართა, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს.
„თქვენ ხართ ხალხი, ვინც შექმენით პოლიციური სახელმწიფო, რომლებმაც ფეხქვეშ გათელეთ ადამიანის უფლებები, მედიაპლურალიზმი, დააკანონეთ უკანონო ჩადებები, განდევნეთ განსხვავებული აზრი, დემორალიზება გაუკეთეთ საზოგადოებას, არბიეთ და დააშინეთ პოლიტიკური ოპონენტები, ხალხს აშანტაჟებდით პირადი ცხოვრების კადრებით და ამაში იყო გამოხატული თქვენი პოლიტიკური ინტელექტი. ჩვენ ეს პოლიციური სახელმწიფო გარდავქმენით ადამიანზე ორიენტირებულ სახელმწიფოდ. ჩვენ არ ვარბევთ ხალხს, არ ვართმევთ მათ ქონებას, ღამით არ ვუფორმებთ საპროცესო შეთანხმებებს, ხალხი არ გვყავს ტერორში და მათ პოლიციისადმი აქვთ ნდობა. თქვენ ახლა გამოდიხართ და თესავთ საზოგადოებაში პოლიციისადმი სიძულვილსა და ნიჰილიზმს. ეს არ გამოგივათ. ამის უფლებას არ მოგცემთ“, – განაცხადა, ანრი ოხანაშვილმა.