აზერბაიჯანში მიმდინარეობს თურქეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი, ტაქტიკური, სამხედრო წრთვნები, რომელიც 3 მაისამდე გაგრძელდება. აღნიშნული სწავლება იმართება 2 ქვეყანას შორის, სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში, სწავლების პროცესში განხორციელდება საწვრთნელი სროლები, ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული “ინტერფაქსი“, ქვეყნის თავდაცვის უწყების პრესცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
სწავლებაში მონაწილეობს, როგორც აზერბაიჯანის, ასევე თურქეთის მხარის პირადი შემადგენლობები, ჯავშანტექნიკა, საარტილერიო დანადგარები და სამხედრო-საჰაერო ძალების ვერტმფრენები, ასევე საზენიტო-სარაკეტო დანაყოფები.