მთავარი სოციალური ქსელი

სააკაშვილი ზურაბიშვილზე: “ამაზეა ნათქვამი – “არ გინდოდათ რძე და ყველი”…

“აბა დაფიქრდით – ჩემი პრეზიდენტობის დროს 4ჯერ ვიყავი ოფიციალური ვიზიტით თეთრ სახლში, საქართველოში ჩამოვიყვანე ამერიკის ახლანდელი და მაშინდელი პრეზიდენტები და სამჯერ ვიცე-პრეზიდენტი, ინაგურაციაზე და ისედაც ბევრჯერ სახელმწიფო მდივანი. დამისახელეთ ისრაელის სახელმწიფო მდივნის გარდა,რომელიმე სხვა პატარა ქვეყანა,რომელსაც ერგო ამდენი პატივი..
ამაზეა
ნათქვამი “არ გინდოდათ რძე და ყველი”… და ახლა გვაქვს აი ეს”

სოციალური ქსელი; საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი;

შეგახსენებთ, რომ “კურიერის” ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტზე სალომე ზურაბიშვილმა ოფიციალური ვაშინგტონიდან უარი მიიღო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უარყოფენ ინფორმაციას, თითქოს ქართულ მხარეს უარი ეთქვა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტზე.

იტვირთბა....