მთავარი ციტატა

მელია გახარიას – უნამუსო ადამიანის გარდა, ამას არავინ იკადრებდა, მაგრამ თქვენ ხართ ასეთი

„თქვენ ბრძანეთ დასაწყისში ძალიან უცნაური რამ, თითქოს ჩვენ და ჩვენზე იყო აქ აქცენტი გაკეთებული, რომ ოპოზიცია პოლიციის დისკრედიტაციის კამპანიას აწარმოებს. მე გეტყვით საპირისპიროს – თუ ვინმე დისკრედიტაციას უწყობს ხელს პოლიციისას, ბრძანდებით პირადად თქვენ, ბატონო გახარია. თქვენ ხართ იმ უწყების ხელმძღვანელი, რომელიც „რემენას“ აეროპორტში ხვდება, იმ უწყების ხელმძღვანელი, რომელიც ლავას ოღლის ათავისუფლებს, იმ გუნდის ერთ-ერთი თვალსაჩინო ლიდერი. რომლის რიგებში გახლავთ კალაძე, თქვენი მეორე ლიდერი, რომელთანაც ურთიერთობა არ გაქვთ თბილი, მაგრამ ეს თქვენი პრობლემაა, რომელიც ამაყობს რვა სული ქურდით და ასე შემდეგ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორ ბედავთ საერთოდ ლაპარაკს, რომ ვინმე სხვა ახდენს პოლიციის დისკრედიტებას, უნამუსო ადამიანის გარდა ამას ვერავინ იკადრებდა, მაგრამ თქვენ ხართ ასეთი ადამიანი და მრვალჯერ დაგიფიქსირებთ“

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკა მელია შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას;

იტვირთბა....